saqarTvelos qedebi - kideganis qedi

 

აღმოსავლეთ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ტოტი, დუშეთის მუნიციპალიტეტისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის საზღვარზე, მდინარეების ასისა და არმხის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალი კიდეგანისმაღალი (4275 მ), სხვა მწვერვალებია: გველისმთა, სახარისმაღალი, ჭიმლისმაღალი, მარტინისმთა და სხვ.

მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტისთავისღელე, სახარისღელე, საჯიხვისღელე და სალაშქროსღელე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე ჩამოწოლილია მყინვარები. ახასიათებს მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.